|
სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით გაწეული საერთაშორისო დახმარების ეფექტურობის ზრდა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულების საგანია, ამასვე ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობის კომიტეტი. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მთავრობებმა მონტერეის შეთანხმების (2002), ჰარმონიზაციის შესახებ რომის დეკლარაციის (2003), დახმარების ეფექტურობის შესახებ უმაღლესი დონის ფორუმისა და პარიზის დეკლარაციის (2005) თანახმად წამოიწყეს გლობალური ეკონომიკის ერთიანი და თანაბარი სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული პრინციპებითა და მეთოდებით ხელმძღვანელობით დონორთა საკოორდინაციო ჯგუფი მიზნად ისახავს საქართველოს განვითარებისათვის გაწეული დახმარების ეფექტურობის ზრდას.
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფი ცდილობს საქართველოს სინამდვილეს მოარგოს საერთაშორისო დახმარების ეფექტურობის ზრდაზე მიმართული ზემოხსენებული საერთაშორისო ინიციატივები და ქვეყნის მთავრობასთან ერთად ინაწილებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე.
საქართველოში დონორთა კოორდინირებული მუშაობისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დეტალური გეგმის მომზადება. 2007-2010 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების ამსახველი დოკუმენტი და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, სხვა თემატურ თუ დარგობრივ სტრატეგიებთან ერთად დონორთა საკოორდინაციო ჯგუფს შესაძლებლობას სთავაზობს, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით შეიმუშავოს და განახორციელოს განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებები. დონორთა საკოორდინაციო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია განვითარების პროცესების საქართველოს ხელისუფლების მიერ მართვა ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ამ პროცესში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფი ასევე მუშაობს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით.
ჯგუფის მიზანი და ამოცანები:
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის მიზანია საერთაშორისო დახმარების ეფექტურობის გაზრდა და დონორებს და მთავრობას შორის რეგულარული დიალოგის ხელშეწყობა. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
- ქვეყნის განვითარების ერთიანი სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
- საქმიანობის წარმართვა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების, სისტემების და პროცედურების შესაბამისად;
- სხვადასხვა დონორების მიერ მსგავსი ხასიათის საქმიანობის განხორციელების თავიდან აცილება, დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრების საქმიანობის რაციონალიზაცია ხარჯების ეფექტურად განაწილების მიზნით. მსგავსი ხასიათის მისიების რაოდენობის შემცირება;
- დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრების სამოქმედო პოლიტიკის, პროცედურების და პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოსთვის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა იმართება მინიმუმ თვეში ერთხელ. შეხვედრაზე განიხილება მიმდინარე ღონისძიებები ზემოხსენებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევასთან მიმართებაში. ამ შეხვედრებზე დონორთა საკოორდინაციო ჯგუფი ასევე განიხილავს კონკრეტულ დარგობრივ საკითხებს, იწვევს სხვადასხვა სექტორში არსებული საკოორდინაციო ჯგუფების წარმომადგენლებს უფრო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. დონორთა საკოორდინაციო ჯგუფი წარმოადგენს ფორუმს ქვეყნის განვითარების საჭირობოროტო საკითხებზე მსჯელობისათვის, ჯგუფის შეხვედრებზე შესაძლოა ასევე ამ საკითხთა მთავრობის წარმომადგენლების წინაშე წამოჭრაც.
ორგანიზაციის ფორმატი და წევრები:
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფში ერთიანდებიან თანაბარი უფლებების მქონე წევრები. ჯგუფის შეხვედრების მორიგეობით მასპინძლობენ ჯგუფის წევრები. ჯგუფის წევრები არიან ორმხრივი და მრავალმხრივი დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის მისიების ხელმძღვანელთა მოადგილეები. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობენსაქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. ჯგუფის სურვილია, გარკვეული პერიოდულობით მოაწყოს კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს.
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები:
|