Monday, 06 Feb '12 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი \ გაერო საქართველოში
გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა აივ/შიდსზე

გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა აივ/შიდსზე (UNAIDS), არის გაერთიანებული ერების ოჯახის ინოვაციური ერთობლივი წამოწყება, რომელიც აერთიანებს გაეროს სისტემაში შემავალი ათი ორგანიზაციის ძალისხმევას და რესურსებს აივ-ინფექციასა და შიდსთან ბრძოლაში, რათა დაეხმარონ მსოფლიოს აივ-ის ახალი ინფექციის თავიდან აცილებაში, აივ-მატარებლებზე ზრუნვასა და ეპიდემიის გავლენის შემცირებაში.

UNAIDS-ის სამდივნოს სათაო ოფისი მდებარეობს ჟენევაში (შვეიცარია), საოპერაციო მოღვაწეობა კი მსოფლიოს 80 მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. შიდსთან ბრძოლის გაეროს სისტემის თანმიმდევრული მოქმედებების კოორდინაცია ქვეყნებში ხორციელდება გაეროს თემატური ჯგუფებისა და შიდსთან დაკავშირებული ერთობლივი პროგრამების გზით.   

როგორც ზემოთ ითქვა, UNAIDS-ი აერთიანებს გაეროს სისტემის ათი ორგანიზაციის ერთობლივ ძალისხმევას. მათ შორის არიან, გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაეროს ბავშთა ფონდი (UNICEF), მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისი (UNODC), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი (World Bank).

საქართველოში UNAIDS-ის ქვეყნის ოფისი 2008 წელს გაიხსნა. UNAIDS-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ეროვნულ სააგენტოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, და ამით ეხმარება საქართველოს შეასრულოს “აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის, ზრუნვისა და მხარდაჭერისადმი უნივესალური ხელმისაწვდომობის” სტანდარტები; ამავდროულად, წვლილი შეაქვს “ათასწლეულის განვითარების მიზნების” მიღწევაში.

UNAIDS-ი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და იძლევა რჩევებს პოლიტიკის დარგში, რათა საქართველოში გაძლიერდეს მრავალსექტორული და ყოვლისმომცველი საპასუხო ღონისძიებები აივ/შიდსთან ბრძოლისათვის. გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული ჯგუფის მეშვეობით და სხვა სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობაში, UNAIDS-ის ქვეყნის ოფისი (UCO) მხარს უჭერს ქვეყანას UNAIDS-ის სამი ერთიანის პრინციპის დანერგვაში:

•     ერთი შეთანხმებული აივ/შიდსზე მოქმედების ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს საფუძვლებს ყველა პარტნიორის მიერ გაწეული სამუშაოს კოორდინაციისთვის; 

•     ერთი ეროვნული საკოორდინაციო ორგანო აივ/ შიდსზე, რომელსაც აქვს ფართომასშტაბიანი მანდატი მრავალსექტორული საპასუხო ღონისძიებების განხორციელებისათვის, და

•     ერთი შეთანხმებული სისტემა აივ/შიდსისა და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასებისათვის ქვეყნის დონეზე.

UNAIDS-ის მუშაობა მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს ეფექტურად გამოიყენოს რესურსები, უზრუნველყოს აივ/შიდსზე დროული საპასუხო ღონისძიებები და მათი შედეგებზე ორიენტირებული მართვა, და გააძლიეროს ეროვნული ჩართულობა აღნიშნულ მოქმედებებში.

შემდგომი პროგრესის მიღწევის, ეპიდემიაზე რეაგირებაში სპეციფიური ნაკლოვანებების გამოსწორების, და აგრეთვე, შედეგების შემზღუდველი სოციალური, პოლიტიკური და სტრუქტურული დაბრკოლებების გადალახვის მიზნით, 2009 წელს UNAIDS-მა შესთავაზა პარტნიორებს, ემოქმედათ „UNAIDS-ის 2009-2011 წლის ჩარჩო-დოკუმენტის: “ერთობლივი მოქმედება შედეგებისათვის” ფარგლებში, რათა მოხდეს UNAIDS-ის სამდივნოსა და სხვა ჩართულ სააგენტოების შორის თანამშრომლობის შემდგომი ოპტიმიზაცია. ‚შედეგების ჩარჩოს’, რომელიც ეფუძნება UNAIDS-ის სტრატეგიულ ჩარჩო-დოკუმენტს (2007-2011 წწ.), იყენებენ საქართველოშიც, როგორც ინსტრუქციას მომავალი ინვესტიციებისათვის.

2009 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა ეროვნული კონსულტაცია, სადაც  შეირჩა ეროვნული პრიორიტეტული სფეროები:

     ნარკოტიკების მომხმარებლების დაცვა აივ ინფექციისგან
     აივ-ის სექსუალური გზით გადაცემის შემცირება
     აივ-ით ინფიცირებული პირებისთვის მკურნალობის უზრუნველყოფა

     იმ სადამსჯელო კანონების, პოლიტიკის, სტიგმისა და დისკრიმინაციის გაუქმება, რომლებიც აბრკოლებენ აივ/შიდსის საწინააღმდეგო ეფექტურ ღონისძიებებს.

ერთობლივი სტრატეგიები:

•     აივ/შიდსზე საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვა და მოქმედება ეროვნული განვითარების პოლიტიკასთან და უფრო ფართო ანგარიშგების ჩარჩოსთან მიმართებაში; 
•     ქვეყანაში სტრატეგიული ინფორმაციის გამომუშავების, მისი ანალიზისა და გამოყენების გაუმჯობესება, მათ შორის ახალი წყაროების მობილიზაციის მეშვეობით;
•     ტექნიკური დახმარების პროგრამების მართვის შეფასება და რეფორმირება;
•     განგრძობადი პოლიტიკური ვალდებულებების, ხელმძღვანელობის განვითარებისა და ადვოკატირებისათვის ერთობლივი იდეების შემუშავება; და
•     თემებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აივ-ით ინფიცირებული პირების ქსელებთან ურთიერთობის გაფართოვება და გაძლიერება.
2010-2011 წწ. ორწლიანი გეგმის მიხედვით მისაღწევი შედეგები:
•     ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებაზე გაზრდილი მისაწვდომობა
•     გაძლიერებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რეგიონალური მხარდაჭერა, და აივ/შიდსზე ეროვნული საპასუხო ღონისძიებების  გაუმჯობესებული მართვა
•     სამი ერთიანის პრინციპის სრულყოფილი განხორციელება: კანონის მიერ უფლებამოსილი ერთი ეროვნული ორგანო აივ/შიდსზე საპასუხო ღონისძიებების კოორდინაციისთვის (ეროვნული საბჭო); შემუშავებული და ძალაში შესული ახალი ეროვნული სტრატეგიული გეგმა აივ/შიდსზე 2011-2016 წწ-თვის; შემუშავებული და ძალაში შესული აივ/შიდსის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი შეთანხმებული ეროვნული ჩარჩო და გეგმა
•     რისკის ჯგუფების წარმომადგენელთა, მათ შორის მიგრანტების, და მათ სექსუალურ პარტნიორთა შორის უსაფრთხო სექსის, ასევე მათი უფლებების შესახებ ცოდნის და აივ პრევენციის ხელმისაწვდომობის ამაღლება
•     გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოორდინირებული დახმარება შესაბამისობაშია აივ/შიდსზე ეროვნული საპასუხო ღობისძიებების ახალ 2011-16 წლების სტრატეგიასთან და ხორციელდება ქვეყნის განვითარების ხელშექყობისათვის გაეროს ახალი 2011-15 გეგმისა და აივ/შიდსზე ერთობლივი ხელშეწყობის 2010-11 პროგრამის მეშვეობით.      
 
ოფისის ხელმძღვანელი:
მანოელა გროზდანოვა
UNAIDS-ის ქვეყნის კოორდინატორი
სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში
 
საკონტაქტო პირი:
ლია თავაძე
UNAIDS-ის საზოგადოების მობილიზაციის მრჩეველი საქართველოში
 ერისთავის ქ. 9, თბილისი, 0179 საქართველო
ტელ: +995 32 225 1126
ფაქს: +995 32 225 0271/72
ელ. ფოსტა: TavadzeL@unaids.org
 
 

February 2012
MonTueWedThuFri SatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
 

 

 
 
 
 
      
 
                    
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009