მთავარი \ გაერო საქართველოში გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის
|
გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის (UNIFEM), იგივე გაეროს ქალთა ფონდი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს ინოვაციურ პროგრამებს, რომლებიც ქალთა უფლებამოსილების გაზრდასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას ემსახურება. UNIFEM-ის მუშაობაემყარება რწმენას, რომ თითოეული ქალის ძირითადი უფლებაა იყოს დაცული ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან, და რომ გენდერული თანასწორობისაკენ სწრაფვა საწინდარია განვითარებული და სამარლთიანი საზოგადოების ფორმირებისათვის.
გაეროს ქალთა ფონდის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქვეყნების მიერ გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების მხარდაჭერა. გენდერული თანასწორობის მიღეწვისათვის გაეროს ქალთა ფონდის საქმიანობის გლობალური პროირიტეტებია:
· ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვა;
· ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
· ქალებში აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების შეჩერება;
· გენდერული სამართლიანობის პრინციპის დანერგვა დემოკრატიული მმართველობის ყველა დონეზე სტაბილურ და არასტაბილურ სახელმწიფოებში.
2008 წლის ივნისიდან გაეროს ქალთა ფონდმა განაახლა მუშაობა საქართველოში. იგი ქვეყნის გაეროს სააგენტოთა ჯგუფის აქტიური წევრია. UNIFEM გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს და ეხმარება მთვრობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა ხელი შეუწყოს ისეთი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შექმნა - განხორციელებას, რაც დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაზრდისკენ იქნება მიმართული.
UNIFEM 2010 წლიდან საქართველოში ორ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს: ,, ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და “ShiEld - ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.
გარდა აღნიშნული ფართომასშტაბიანი პროექტებისა გაეროს ქალთა ფონდი ასევე:
- თანამშრომლობს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის კანონისა და შესაბამის პოლიტიკის პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში (გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა);
- აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან რათა გააძლიეროს მათი შესაძლებლობა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით კი, იმ დევნლთა და კონფლიქტის შედაგად დაზარალებულთა უფლებების დასაცავად ვისაც იურიდიული დახმარება ესაჭეროება პრივატიზაციის პროცესში;
- თანამშრომლობს საქართველოს სახალსო დამცველის ოფისთან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მათი გენდერულ საკითხებზე მუშაობის გაძლიერების კუთხით;
- ხელს უწყობს გენდერის საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველებს მუდმივ ქალთა სხვადასხვა ჯგუფების უფლებების მონიტორინგში;
- მხარს უჭერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და გაეროს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერტად ქალთა და გენდერული საკითხების გარშემო მედია კამპანიების, კინო ჩვენებებისა და წარმოდგენების ორგანიზებას, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ზეპირსიტყვიერი ისტორიებისა და ქალთა საკითხებზე პუბლიკაციებისა და კვევების გამოცემას და სხვა.
next >> |
|
გაეროს ქალთა ფონდის პროექტები საქართველოში
,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" (WEPD)
გაეროს ქალთა ფონდი (UNIFEM) პარტნიორ ორგანიზაციებთან, ფონდ ,, ტასო“ - სთან და ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრთან" ერთად, ახორციელებს სამწლიან პროექტს ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ჯგუფების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა სამთავრობო პარტნიორი უწყებების მხარდაჭერა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოში გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად გაეროს ქალთა ფონდი ახორციელებს საქმიანობას სამ დამოუკიდებელ და ამავდროულად ურთიერთდაკავშირებულ დონეზე:
-
ეროვნული პოლიტიკის დონეზე, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიების, გეგმებისა და ბიუჯეტის შესაბამისობას გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ კონვენციისა (CEDAW) და გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSCR) 1325, 1820, 1888 და 1889 რეზოლუციების პრინციპებთან;
- ადგილობრივი ინსტიტუტების დონეზე, არსებული რესურსების გაძლიერებისათვის იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ინფორმირების გაუმჯობესების და მათთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისათის;
- თემის დონეზე, რაც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ჯგუფების მხარდაჭერას, რათა მათ თავად მიიღონ აქტიური მონაწილეობა იმ პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვილთა სამინისტროსთან პარტნიორობით პროექტის ხუთ სამიზნე რეგიონში კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორსა და ზუგდიდში შეიქმნა იურიდიული საკონსულტაციო ცენტრები. ეს ცენტრები იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და მათი ოჯახის წევრებს უწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას და აუცილებლობის შემთხვევაში წარმოადგენენ მათ ინტერესებს სასამართლოში. ამ გზით პროექტი ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებული ქალების და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამიზნე რეგიონებში თემის მობილიზაციას. ფონდი ,,ტასო“-ს მხარდაჭერით იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები აყალიბებენ თვით-დახმარების ჯგუფებს. ფონდი ,, ტასო“ შექმნილ ჯგუფებს ტრენინგებისა და ინფორმაციის მიწოდების გზით გაუზრდის შესაძლებლობებს, რათა მათ ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშაონ, პრობლემის მოგვარებაზე მიმართული, სათემო ინიციატივები.
პოლიტიკის დონეზე მიმდინარე სამუშაოებში მოხდება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325, 1820, 1888 და 1889 რეზოლუციების შესაბამისად ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება და მიღების მხარდაჭერა. განხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკისა და კონონმდებლობის გენდერული პერსპექტივიდან შესწავლა და საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის მიზნით პროექტი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქართველ, აფხაზ და ოს ქალებს შორის სახალხო დიპლომატიას.
<< prev | next >> |
|
,,SHiEld –ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში"
პროექტის მიზანია ოჯახში ძლადობისა და კონფლიქტის პერიოდში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება; როგორიცაა თავშესაფრები, ცხელი ხაზი და იურიდიული დახმარება. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს იჯახში ძალადობის რეფერალურ მექანიზმში მონაწილე პროფესიონალების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. აღნიშნული პრობლემის გადაჭრას პროექტი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევის გზით ცდილობს. სამთავრობო და არასამთავრობო პარტნიორებთან ერთად პროექტი საქმიოანობს სხვადასხვა დონეებზე:
· ეროვნული პოლიტიკის დონეზე ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გადასინჯვა და საჭიროებისამებრ ცვლილებების შესახებ კომენდაციების გაწევა, პოლიტიკის მორგება და დიალოგის მხარდაჭერა პოლიტიკის შემმუშავებლებს, გადაწყვეტილების მიმღებებსა და ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დამცველებსა და ქალთა ადგლობრივ ჯგუფებს შორის;
· ადგილობრივი ინსტიტუციების დონეზე, სახელწიფოს შესაძლებლობების გაზრდა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისათვის, რათა უკეთ განხორციელდეს საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ;
· თემის დონეზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ.
პროექტი აქტიურად თანამშომლობს ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარებისა და ცხელი ხაზის თანამშრომლებთან, საპატრულო და საუბნო პოლიციასთან, ოჯახშ ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებთან, აგრეთვე სახალხო დამცველის ოფისთან.
ახალი ამბები

გაეროს ქალთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ინეს ალბერდის ვიზიტი საქართველოში - ბიულეტენი

დაიჯესტი - ღია კარის დღის შეხვედრები
ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ისთვის მიძღვნილი ბლოგი შექმნილია შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონისა და გალის დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მიერ. ბლოგი ეძღვნება ქალთა როლის გაზრდას და ნდობის აღდგენისა მშვიდობის მშენებლობის პროცესებში. http://unscr1325georgia.wordpress.com
პუბლიკაციები და სხვა რესურსები
<< prev | next >> |
|
კამპანიები: თქვი არა - გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
გლობალურმა კამპანიამ ,,თქვი არა - გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივით 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. კამპანიის მიზანია წვლილი შეიტანოს გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით წამოწყებულ გლობალურ კამპანიაში გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად. კამპანიაში ქატიურად მონაწილეობს გაეროს ქალთა ფონდის კეთილი ნების ელჩი ნიკოლ კიდმანი.
კამპანია ,, თქვი არა - გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" აერთანებს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ორგანიზაციებსა და ადამიანს, ერთი ამბიციური, მაგრამ მიღწევადი მიზნისაკენ - შეწყდეს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა.
მსოფლიო სტატისტიკით ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. გაეროს მოსახლეობის ფონდის ბოლო კვლევების მიხედვით საქართველოში ყოველი მეათე ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავისი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან. საქართველოს მთავრობის, გაეროს სააგენტოების, დონორი და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში აქტიური ჩართულობით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი უერთდება გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივას.
გაეროს ქალთა ფონდის მიღწევები საქართველოში
გენდეული თანასწორობის ეროვნული სტრატეგია : გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოსთან და გენდერული თანასწორობის საკითხებში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით 2006 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გენდერული თანასწორობის ეროვნული კონცეფცია. კონცეფცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც აღიარებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს საზოგადოებრივ და სოციალურ სფეროებში და გვაწვდის რელევანტურ ზომებს რათა აღკვეთილ იქნას ყველა ფორმის სქესობრივი დისკრიმინაცია. 2007 წელს მთავრობამ შიემუშავა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარების სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეროვნული კონცეფციის ეტაპობრივად გატარების გეგმას.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ქალთა საჭიროებათა კვლევა: შეფასება განხორციელებულია საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის (IPS) მიერ გაეროს ქალთა ფონდის ფინანსურ-ტექნიკური მხარდაჭერით. შეფასების მთავარ მიზანს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების ზუსტი დადგენა, იმისათვის რომ უფრო კარგად ყოფილიყო განაწილებული გამიზნული დახმარება და მას ერთნაირად სასარგებლო შედეგები მოეტანა ქალების, გოგონების, ბიჭებისა და მამაკაცებისათვის.
,,ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (2001 - 2006): აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შეიქმნა ქალთ ქსელები სმოხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. შეიქმნა ასევე სამი ეროვნული ქსელის გამაერთიანებელი რგიონალური კოალიცია. პროექტმა საფუძველი ჩაუყარა და მხარი დაუჭირა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს შორის სახალსო დიპლომატიის პირველ ინიციატივებს.
,,რეალობა ქალთა თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები საქართველოში“ (2006) - შეფასება მომზადდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, გაეროს ქალთა ფონდის რეგიონალური პროექტის ,, ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით. კვლევა გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზს წარმოადგენს. შეფასება ცდილობს დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო ადამიანოს უფლებების დამცავ დოკუმენტებთან, განსაკუთრებით კი გაეროს კონცენციასთან ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW).კვლევის რეკომენდაციები წარმოადგენს გზამკვლევს გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის და მეტი პოლიტიკური ნებისა და გენდერული პრინციპების გატარებისათვის საკანონმდებლო ინიციატივების საშუალებით. 2008-2011 წლებისათვის გაეროს ქალთა ფონდი კვლავაც გეგმავს ჩაატაროს ამ ტიპის კვლევები სხვადასხვა ქალთა ჯგუფებს შორის.
<< prev | next >> |
|
საკონტაქტო პირები:
დამირა სარტბაევა, რეგიონალური პროგრამის დირექტორი, გაეროს ქალთა ფონდის დსთ-ს რეგიონალური ოფისი
67 ტოლე ბის ქუჩა, ალმაატა 480091, ყაზახეთი
ტელ: + 732 72 582643 +732 72 582643
ფაქსი: +732 72 582645 +732 72 582645
თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერის საკითხებში საქართველოში
ერისთავის ქ. # 9, თბილისი 0179, საქართველო
ტელ: +995 32 25 11 26 +995 32 25 11 26 (ext. 222)
ფაქსი: +995 32 250271/72
<< prev |
|