• ტექნოლოგიური საუკუნის ახალი შესაძლებლობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად

    ტექნოლოგიური საუკუნის ახალი შესაძლებლობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად

    ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა ინსპირაციული მსჯელობა Tech4Equality - ტექნოლოგიები თანასწორობისთვის

    ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელები, ქალი მეცნიერები და თანასწორობის ქომაგები სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შეხვდნენ. ინსპირაციული მსჯელობა შეეხო გენდერული თანასწორობის მიღწევის ახალ გზებს, რომლებიც ტექნოლოგიური საუკუნის შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში ქალთა აქტიურ  ჩართულობას უკავშირდება. ღონისძიების მონაწილეებმა თაობების ცვლილებით გამოწვეულ გარდატეხაზე და სოციალურ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.

    შეხვედრა სათაურით „Tech4Equality - ტექნოლოგიები თანასწორობისთვის“ ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას ეხმაურება - „გაითავისე თანასწორობა, აშენე გონივრულად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებისთვის".

    ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობებთან და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი“ თანამშრომლობით.

     

     

    ვრცლად

  • საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნები: მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები

    საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების  ეროვნული საბჭო მსჯელობს ეკონომიკური ზრდის, განათლების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ

    მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები განიხილა. SDG საბჭოს მეორე ყოველწლიურ სხდომას, რომელიც 2019 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის, გაეროს, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

     

    22 იან 2019 ვრცლად
  • თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართა

    2018 წლის 21 დეკემბერს, „ფაბრიკაში“,საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ექსპერტებმა.

     

    21 დეკ 2018 ვრცლად
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

    სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საოჯახო გარემოსშექმნის მიზნით სახელმწიფოსსაერთაშორისოორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის ერთობლივიძალისხმევა

    მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.  

     

    20 დეკ 2018 ვრცლად
  • ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგის შედეგად არჩევნების გაშუქების 2016-2018 წლების ტენდენციები გამოვლინდა

    ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს მედიაში შეიმჩნეოდა მზარდი პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება არჩევნების გაშუქებისას. სიძულვილის ენის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში, მაგრამ კვლავ ჭარბობს ბეჭდურ მედიაში. არჩევნების გაშუქება რადიოების მიერ მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, თუმცა ზედაპირული, რაც პრაქტიკულად არ შეცვლილა 2016 წლიდან. საარჩევნო პროგრამების ანალიზი და დებატები საარჩევნო კანდიდატებს  შორის ნაკლებად იყო წარმოდგენილი ყველა მედია-სეგმენტში.

     

     

    13 დეკ 2018 ვრცლად

  • ახალგაზრდები საქართველოში

    ფოკუსში

    ახალგაზრდობის გაძლიერება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საწინდარია. 

    ახალგაზრდებში ინვესტირება ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარს წარმოადგენს.

    ვრცლად