Saturday, 25 May '13 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი
გაეროს საინფორმაციო ცენტრი

გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტი/გაეროს საინფორმაციო ცენტრი (DPI/UNO)

გაეროს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში არის გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლობა. გაეროს აღნიშნული დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები არსებობს მსოფლიოს 70- ზე მეტ  ქვეყანაში. საქართველოში გაეროს საინფორმაციო ცენტრი 1993 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღოდა გაეროში ქვეყნის ფორმალური გაწევრიანება (1992 წლის 31 ივლისი).

ადგილობრივ მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში გაეროს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ინფორმაციას აწვდის საზოგადოების ფართო წრეებს გაეროსა და მისი სააგენტოები პრინციპების, მანდატისა და საქმიანობის შესახებ.
 
გაეროს საინფორმაციო ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს გაეროს ძირითად ორგანოთა _ გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოს და სხვ. _ მუშაობის შესახებ, აგრეთვე, ისეთ პრიორიტეტულ გლობალურ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული საკითხები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება, განათლება, მოსახლეობა, სამშვიდობო მისიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, აივ/შიდსთან ბრძოლა, ათასწლეულის განვითარების მიზნები, და განვითარების სხვა საკითხები. გაეროს საინფორმაციო ცენტრი გეგმავს და აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს და საინფორმაციო კამპანიებს.
 
გაეროს საინფორმაციო ცენტრის ფონდში დაცულია გაეროს მიერ გამოცემული მრავალი პუბლიკაცია, ოფიციალური დოკუმენტები, საინფორმაციო და აუდიო-ვიზუალური მასალა გაეროსა და მისი სააგენტოების მუშაობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშვიდობო მისიები, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, მდგრადი განვითარება, ახალი ტექნოლოგიები და სხვა აქტუალური საკითხები.
 
გაეროს საინფორმაციო ცენტრი ასევე ხელძღვანელობს გაეროს კომუნიკაციის საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობას, რომელშიც გაერთიანებულია გაეროს ყველა სააგენტოს წარმომადგენლები. ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციის დარგში სააგენტოთა მუშაობის კოორდინაციასა და გაძლიერებას, საქართველოში გაეროს საქმიანობის უკეთ წარმოჩენას.
 
ხელმძღვანელი:
ბატონი ჯეიმი  მაკგოლდრიკი,
 გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

 საკონტაქტო პირი:
ქეთი გიოშვილი
რ. ერისთავის ქ. 9, 017 თბილისი, საქართველო
ტელ:  +995 32 225 1126      
ფაქსი: +995 32 225 0271/72
ელ.ფოსტა:
uno.tbilisi@unic.org; ketevan.ghioshvili@unic.org



May 2013
MonTueWedThuFri SatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
 

 

 
 
 
 
 
 
      
 
                    
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009