Sunday, 26 May '13 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი \ გაერო საქართველოში
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

 2010 წლის ივლისში გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისათვის შეიქმნა ახალი სააგენტო - გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). ამ გზით გაეროს ქალთა ორგანიზაცია გახდა გაეროს რეფორმის ნაწილი და გააერთიანა გაეროს სისტემაში არსებული რესურსები უფრო მეტი წარმატების მისაღწევად.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეფუძნება გაეროს სისტემის ოთხი განსხვავებული ნაწილის (ქალთა განვითარების განყოფილება (DAW), კვლევისა და ტრენინგების საერთაშორისო ინსტიტუტი ქალთა გაძლიერებისათვის (INSTRAW), სპეციალური მრჩევლის ოფისი გენდერული საკითხებისა და ქალთა გაძლიერებისათვის (OSAGI), გაეროს ქალთა ფონდი (UNIFEM) მნიშნვნელოვან საქმიანობას, რომელიც ექსკლუზიურად ემყარება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებას:
გაეროს ქალთა ორგანიზაციისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ის საკითხები, რომლებიც ფუნდამენტურია ქალთა თანასწორობისათვის.
·        ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
·        ქალთა როლის გაზრდა მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში;
·        ლიდერობისა და მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;
·        ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება;
·        ქალთა ჩართულობა ეროვნული გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებაში;
·        ადამიანის უფლებები;
·        ათასწლეულის განვითარების მიზნები;

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2010 წლიდან საქართველოში ორ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს: ,, ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და “ShiEld - ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

 

next >>

May 2012
MonTueWedThuFri SatSun
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
 

 

 
 
 
 
 
 
      
 
                    
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009